სამუშაო შეხვედრა ადვოკატებისთვის თემაზე - კონტრაქტები საერთაშორისო გაყიდვებში

20 სექტემბერი 2018

20-21 სექტემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორში“ მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა ადვოკატებისთვის თემაზე - კონტრაქტები საერთაშორისო გაყიდვებში.


სამუშაო შეხვედრას უძღვებიან ექსპეტრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან - პროფესორი პიტერ ვინშოპი (Peter Winshop) და მოსამართლე კენდალ ნიუმენი (Kendall Newman).

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: საზღვართშორის დავებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, აღნიშნული დავების პრაქტიკული ასპექტები, საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება, არბიტრაჟთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ.


შეხვედრების პირველი დღე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გახსნნა:
 „საერთაშორისო გაყიდვების სამართლებრივი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი თემაა არა მხოლოდ იურისტებისა და ადვოკატებისათვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უმნიშნელოვანეს დასაყრდენს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები წარმოადგენს. ვფიქრობთ, რომ მსგავსი შეხვედრები დაეხმარება ქართველ ადვოკატებს, კიდევ უფრო კვალიფიციური და მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიონ საკუთარ კონტრაქტორ კომპანიებსა თუ კერძო პირებს“ - განაცხადა დავით ასათიანმა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი